მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს - Palitra News

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

2020-11-11 14:40:43+04:00

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდებული ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებით, ბრალდებულები კი საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.