მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებილებების გამოკვლევას დაიწყებს.
დღევანდელ სხდომაზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ბრალდებული ოთხი სრულწლოვანი დაიკითხება.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე წარმოებად გამოყო. მათგან ოთხს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება, ხოლო ორს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.