მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს - Palitra News

მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს

2020-06-24 16:00:10+04:00

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოსაკითხი მოწმე არასრულწლოვანია. თუ რა შემხებლობა აქვს მას საქმესთან და რომელ ეპიზოდში მონაწილეობდა, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი მის ადვოკატს, გიორგი გელხაურს არ გაუკეთებია.

ადვოკატის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით საუბარს გამოკითხვის შემდეგ შეძლებს. გარდა ამისა პოლიციაში უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. ერთ-ერთის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით საქმეში კიდევ ერთი მთავარი მოწმე გამოიკვეთა