მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, მხარეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა გამოსვლა და იმ მხარეს გადასვლა შეძლო, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, ამის შემდეგ კი მმართველი გუნდის აქტივისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გარდა ამისა, იყო დაპირისპირების რამდენიმე სხვა შემთხვევაც. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და უცენზურო სიტყვებით მიმართავენ. ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია განთავსებული. ოპოზიციის ლიდერების სიტყვით გამოსვლები შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა წინ საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. თავად რაც შეეხება ოპოზიცური პარტიებს ლიდერებს მათი ტქმით განვითარებული მოვლენები და ქართული ცონების მხარდამჭერების აქტიურად გამოცენა ასლან აბაშიზის პრეიოს აგონებთ,ოპოზიციონერთა აზრით ეს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციაა. თითქმის ერთ საათიანი აქციის სედეგად დააკვეს ორი ქართყლი ოცნების აქტივისტი რომლებსაც ბრალი ადმინისტრაციული კოდექტის 166 173 მუხლით აქვთ წარდგენილი რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლოაბ სგულსიმხობს.