მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
კერძოდ, ერთ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა გამოსვლა და იმ მხარეს გადასვლა შეძლო, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, ამის შემდეგ კი მმართველი გუნდის აქტივისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
გარდა ამისა, იყო დაპირისპირების რამდენიმე სხვა შემთხვევაც. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს მმართველი ძალის მხარდამჭერებმა ცოცხები და ბოთლები ესროლეს.