მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როორც მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ის გუშინ ესაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს ტელეფონით და მიიღო დაპირება, რომ დღეს გაიხსნებოდა მონასტერი.მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.კერძოდ საპატრიარქოს პოზიციით, გარემოვაჭრეების ქმედება მოუწესრიგებელი იყო და არღვევდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს.საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.