მცხეთის ისტორიული ძეგლები ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული ლურჯი ფარით აღინიშნა, რაც საომარი მოქმედებების დროს იუნესკოს ნუსხაში შემავალი ძეგლების გაძლიერებულ დაცვას გულისხმობს. ლურჯი ფარი დამონტაჟდა სვეტიცხოველთან, ასევე ჯვრისა და სამთავროს მონასტრებთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იუნესკოს მიერ ქართველი სამხედრო ტრენერებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საწვრთნელი კურსი ჩატარდება. მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი ჰააგის კომიტეტმა 2016 წელს მიანიჭა.