საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დარგვის აქციაში მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ეზოში 700-მდე 30 სახეობის დეკორატიული მცენარე დარგეს.