მცხეთაში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ მორატორიუმზე გარკვეული შეზღუდვები შესაძლოა, მოიხსნას. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს არ აისახება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსზე.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლა და არსებულ ინიციატივას მათთან კონსულტაციების შემდეგ, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის წარმოადგენენ.