მცხეთაში ყველაზე დიდი ხორც-პროდუქტების საწარმო გაიხსნა. კომპანია "ლიდერფუდმა" ქარხანა პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ააშენა. მიღებული სესხით, რომლის პროცენტის თანადაფინასება სახელმწიფომ უზრუნველყო, კომპანიამ საწარმოების გაფართოება შეძლო, სადაც 500 ადამიანზე მეტი დასაქმდა. ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმოს გახსნის ცერემონიას ეკონომიკის მინისტრიც დაესწრო.გაზრდილი საწარმოო შესაძლებლობიდან გამომდინარე, კომპანია გეგმავს, წარმოებაში გაზარდოს ადგილობრივი, ქართული ხორცის წილი და შემდგომ უკვე, მთლიანად მოხდეს ჩანაცვლება იმპორტირებული ხორცის. „ლიდერფუდის“ გენერალური დირექტორის თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ქართველი ფერმერების საქმიანობის განვითარებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება სოფლის მეურნეობაზე.