მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
როგორც „პალიტრანიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. მისივე თქმით, დარჩენილია 50-მდე მოწმე და არცერთი მათგანი ბრალდებულ 5 პირზე არ მიუთითებს.
უფლებადამცველის განცხადებით, ვერც ექსპერტის დასკვნა, ვერც მოწმე და ვერც ვიდეოჩანაწერები ვერ ადასტურებს, რომ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილთან რაიმე შეხება ჰქონდათ და ამ მტკიცებულებების ფონზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.