მცხეთაში დევნილებისთვის ბინების მშენებლობა დაიწყო. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დევნილებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დევნილებისთვის ჯამში 129 ბინა აშენდება. სოზარ სუბარმა სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ორი ცხრასართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.