მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის მე-14 ამცრელი ამბულატორია გაიხსნა.რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, მოქალაქეებს ვაქცინაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთშიც შეეძლებათ, სადაც აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ მიმდინარეობს. ქვეშეთის ვაქცინაციის პუნქტი კვირის განმავლობაში 2 დღე იმუშავებს და 32 სოფელს მოემსახურება.