მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აგრობარათების გაცემა აქტურად მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.
აქტიურად მიმდინარეობს აგროქულების დარიცხვა.
ეტაპობრივად ხდება ლიბერთი ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც. ფერმერებს შეუძლიათ დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძენა. პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდე შეეძლებათ.