პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირეოდენი დადებითი დინამიკა გამოიკვეთა, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დადებითი დინამიკის მიუხედავად, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმედ რჩება.