ტემპერატურა საქართველოში 12 აგვისტოს მცირედით დაიკლებს. მანამდე კი ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33-38 გრადუსი, აღმოსავლეთში კი - 34-38 გრადუსი იქნება. მაღალი ტემპერატურის ფონზე, ქვეყნის ცალკეულ რაიონში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. რაც შეეხება თბილისს - ჰაერის ტემპერატურა 35- 36 გრადუსი იქნება.