"სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი, მცირე ზომის სასტუმროებში, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე საუბრობს. შალვა ალავერდაშვილის თქმით, თითქმის არც ერთ მცირე ზომის სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ აქვს. შესაბამისად, იგი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, 14 თებერვლიდან, მცირე ზომის, მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო. ალავერდაშვილი იმასაც ამბობს, რომ გაზრდილი სანქციები მკვეთრად გამოასწორებს არსებულ ვითარებასცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება, რაც 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.