"მცირე მთავრობის" კონცეფციას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დადებითად აფასებს. რომან კაკულიას თქმით, "მცირე მთავრობა" გაცილებით ეფექტიანი იქნება ისეთი შემოსავლებისა და განვითარების მქონე ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა. ამასთან, როდესაც საუბარია სიღარიბესა და დოვლათის გადანაწილების პრინციპის სამართლიანობაზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს აღქმა იმისა, რომ მთავრობა საკუთარ თავზე ხარჯავს გონივრულ თანხას.ცნობისთვის, მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. ამასთან, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე.