მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ერთწლიანი საგრანტო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას და საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას. ახალი სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგება სავალდებულო მიმდინარე წლის იანვრიდან გახდა. რეფორმის მიზანია საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ასევე კორპორატიული მართვის გაუმჯობესება და საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ზრდა. კომპანიებსა და ინდივიდუალ პირებს ფინანსური ანგარიშგების ახალ სტანდარტებზე შეუფერხებლად გადასვლაში, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY ეხმარება.