08:44
20 აპრილი, 2018, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
მწეველების საყურადღებოდ: სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თქვენს შვილებს ასთმური შეტევები უფრო ხშირად აქვთ
29-09-2017

მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.

კვლევათა 96 %-ში შეისწავლებოდა თამბაქოს კვამლის გავლენა ბავშვებზე სახლის პირობებში. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მწეველი მშობლების ბავშვებს ასთმური შეტევის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერ ჰქონდათ გაზრდილი. ეს მეტად აქტუალური საკითხია.

სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მამის მიერ თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის ასთმით დაავადების რისკს. იმ პატარებს, რომელთა მშობლები ინტენსიურად მოიხმარდნენ თამბაქოს მათ ჩასახვამდე, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ქრონიკული არაალერგიული ასთმა. ამ პათოლოგიის განვითარების რისკი კიდევ უფრო იზრდებოდა, თუ მამა 15 წლამდე ასაკშიც ეწეოდა და მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მწეველობის ხანგრძლივობაზე.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
AutoPlay
თმა ადამიანის ორგანიზმის სიჯანსაღის სარკეა, რომლის მოვლის მთავარი პირობა დაბანაა - რა სიხშირით უნდა დაიბანოთ თავი?
14-04-2018
სისხლის უნივერსალური ანალიზი, რომელიც 8 ყველაზე გავრცელებული სიმსივნის აღმოჩენის საშუალებას იძლევა
13-04-2018
კიბოს საწინააღმდეგო ვირუსი ცხელ წყლებში აღმოაჩინეს - რის საშუალებას მისცემს სიახლე მეცნიერებს?
13-04-2018
კვლევების თანახმად, ალცჰაიმერი გადამდები დაავადებაა
13-04-2018
ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს
13-04-2018
ძუძუს შექმნის ხელოვნება - რეკონსტრუქციული მამოპლასტიკა
06-04-2018
სხვა სიახლეები
col-md-8