ბოლო 250 წლის განმავლობაში ველური ბუნებიდან მცენარეების თითქმის 600 სახეობა გაქრა. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა გადაშენებული მცენარეების მონაცემებს ეყრდნობა. მეცნიერები ამბობენ, რომ მცენარეები 500-ჯერ უფრო სწრაფად ქრებიან ველურ ბუნებაში, ვიდრე ამის მოლოდინი ბუნებრივად იყო. მაისში, გაერომ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ეწერა, რომ ერთი მილიონი ცხოველი და მცენარე გადაშენების საფრთხის წინაშეა.