"მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების" შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულ ნარჩენების მართვის ახალ რეგულაციებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა და დანერგვა ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაა.