10:10
18 თებერვალი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მწარმოებლების თქმით, ქვეყანაში ნედლი რძის წარმოების საწინააღმდეგო პროპაგანდა მიდის
08-02-2019

ნედლი რძის მწარმოებლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ნედლი რძის წარმოების საწინააღმდეგო პროპაგანდა მიდის, რაც ნებსით თუ უნებლიეთ, რძის ფხვნილის იმპორტიორების წისქვილზე ასხამს წყალს. უფრო კონრკეტულად კი, საუბარია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ნედლი რძის 15 ნიმუშში, ტყვიის შემცველობა ნორმას აღემატებოდა. მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს დარღვევა მხოლოდ რამდენიმე მცირე საწარმოში დაფიქსირდა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მომხმარებელს შეექმნა განწყობა, რომ ქართული ნედლი რძე ტყვიით არის გაჯერებული. მათივე ინფორმაციით, ბოლო წლების ტენდენციით, ნედლი რძის წარმოების შემცირების პარალელურად, ფხვნილის იმპორტი მკვეთრად იზრდება. მწარმოებლები უკმაყოფილებას იმის თაობაზეც გამოთქვამენ, რომ ნედლი რძის წარმოება, სახელმწიფოს მხრიდან სათანადად წახალისებული არ არის, რის გამოს რძის მწარმოებელი ფერმები სულ უფრო მეტად მცირდება, მაღალი რისკების გამო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები