ბურღულეულის მწარმოებელი რუსული კომპანიები სავაჭრო ქსელებს აფრთხილებენ, ნოემბერში წიწიბურასა და შვრიაზე მოსალოდნელი 10-20%-ით ფასის ზრდის შესახებ, რომლის მიზეზი გახდა ნედლეულისა და ასევე შეფუთვის ღირებულების მატება. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს.
ხოლო აგრარული ბაზრის კონიუქტურის ცენტრის ИКАР-ის დირექტორის განცხადებით, წიწიბურაზე ფასის ზრდა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მოსავლის ცუდ ხარისხთან ალთაის მხარეში, რომელიც არის ამ ბურღულეულის ძირითადი მიმწოდებელი.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე მოწეული მოსავალი სრულიად საკმარისია ადგილობრივი ბაზრისთვის.