საგარეო სავაჭრო ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზრის არ არსებობის გამო, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნიდან პროდუქციის დემპინგური ფასით იმპორტს. ამის შეახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ანტიდენპინგურ კანონმდებლობაშია ნათქვამი. უწყებაში ამბობენ, რომ რიგ შემთხვევაში დემპინგური ომპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვიათრებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავდა, ქვეყანაში ანტიდემპინგური ზომების შემოღების აუცილებელი კანონის პროეტი - "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ", რომელიც უახლოეს მომავალში პარლამეტს განსახილველად წარედგინება. მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ანტიდენპინგური კანონის მიღება დროულია, რადან რამდენიმე მსხვილ, მწარმოებელს საქართველოში, არასაბაზრო ფასით შემოსულმა პროდუქციამ პრობლემები უკვე შუქმნა. კანონპროეტის შესაბამისად მოკვლევის საფუძველი შესაძლოა გახდეს ადგილობრივი ინდუსტრია, რომლის შემადგენლიბაშიც შედიან მწარმოებლები და რომლებიც აწაროებენ საქართველოში მთლიანად წარმოეული მსგავსი საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს. მოკვლევის ორგანო კი სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტო იქნება.