ივლისის დასაწყისში, როცა ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ჰუნანის პროვინციაში მწარე წიწაკის სწრაფად ჭამის კონკურსი ტარდება. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს 50 ცალი მწარე წიწაკის 60 წამში შეჭმა ევალება. წიწაკის ჭამის დროს კონკურსანტები წიწაკით სავსე წყალში სხედან, რაც ამ პროცესს სიმძაფრეს მატებს. „წყლის წიწაკები“ ისეთი მწარე არაა, როგორც ისინი, რომლებსაც კონკურსანტები მიირთმევენ, რადგან ძალიან მწარე წიწაკამ შეიძლება კანის დამწვრობა გამოიწვიოს.ბევრი კონკურსანტი ასეთ პირობებს ვერ უძლებს, რადგან 40-გრადუსიან სიცხეში, მწარე წიწაკის ჭამამ შეიძლება ადამიანი გონების დაკარგვამდე მიიყვანოს.