ფოთში, საკრებულოს სხდომა, სადაც მერი ანგარიშით წარსდგა, ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიასა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის მსვლელობისას რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციამ მერს ანგარიში დაუწუნა.
ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, ოპოზიციის წევრები არასწორ შეფასებებს აკეთებენ. საკრებულოს სხდომა თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ კომენტარის გარეშე დატოვა.