მდინარე მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები იწყება. როგორც თბილისის მერიში აცხადებენ გატარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომელშიც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.
მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება. გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე განხორციელდება - ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან.