მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოტოციკლისტი გარდაიცვალა. rოგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს."შემოსვლისას გული, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. ჩაუტარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადეს საავადმყოფოში.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ.