მტირალას ეროვნულ პარკთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ხუთივე ახალგაზრდას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ცხედრები იდენტიფიცირებულია და ექსპერტიზის ბიუროდან ისინი ოჯახის წევრებმა სახლებში გადაასვენეს. ავარიის შედეგად დაღუპულები ჩაქვის პირველი საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეები არიან.
შეგახსენებთ, რომ მტირალას ეროვნულ პარკთან მსუბუქი ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად ხუთივე ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა.