ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ მთიან რეგიონებში მინი საბაგიროების დამონტაჟება დაიწყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე ცნობით, მინი საბაგიროებს გერმანული კომპანია აწარმოებს. ამასთან, პრემიერის განცხადებით, საბაგირო გზები უკვე დამონტაჟებულია ზემო და ქვემო სვანეთში.აღსანიშნავია, რომ თითოეული საბაგირო 200-300 მეტრი სიგრძის არის, ხოლო მათი ფასი დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია.