მთიანი ყარაბაღში, შუშასთან ახლოს, განაღმვითი სამუშაოების დროს რუსი ოფიცერი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შუშას დასახლებასთან ახლომდებარე გზის მონაკვეთზე განაღმვითი სამუშაოების დროს, აფეთქების შედეგად, განაღმვის საერთაშორისო ცენტრის ოფიცერმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში. ცნობისათვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განაღმვის საერთაშორისო ცენტრი მთიან ყარაბაღში განაღმვით სამუშაოებსა და ტერიტორიების გაწმენდას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ ახორციელებს.