21:40
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მთის კანონი ამოქმედდა - შეღავათები, რასაც მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა მიიღებს
05-01-2016
1-ლი იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა, რომლითაც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მთელი რიგი შეღავათები წესდება. კანონი საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდება, რაც იმას გულისხმობს, რომ არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა, ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა) გათავისუფლებული იქნება.
ასევე, ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ყველა ოჯახი მთაში, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.

წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები