ყოველ წელს ათიათასობით ადამიანი მიწისქვეშ დამალული ნაღმების გამო იღუპება. მათ შორის უმრავლესობას მშვიდობიანი მოსახლეობა - ქალები, ბავშვები და მოხუცები შეადგენენ. ასეთი ნაღმების აღმოჩენა და განაღმვა დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. ამ პრობლემის გადასაჭრელად და უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ავღანელმა დიზაინერმა სპეციალური დრონი გამოიგონა, რომელსაც ნაღმების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა შეუძლია. როგორც იდეის ავტორი ამბობს, ამ დრონის გამოყენებით, 10 წელზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი მსოფლიოში არსებული ყველა ნაღმის აღმოჩენა, მაშინ, როდესაც ძველებული მეთოდებით ამას 1100 წელი დასჭირდება.