უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკისის განცხადებით, მტერი აგრძელებს სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების ტერორს. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ახდენენ ზეწოლას და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შემტევ პოტენციალს.
ზელენსკის თქმით, აუცილებელია მოწინააღმდეგის გატეხვა, რაც დიდ დროს და ძალას მოითხოვს, მაგრამ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს.
მისი თქმით, უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სოციალური სერვისების დასაბრუნებლად, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად უზარმაზარი ფინანსები სჭირდება.მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის აღდგენის დაწყება დღესვეა საჭირო.