მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი,- ამის შესახებ „ომეგას“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს."მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად. გავა ხანი, არც თუ ისე დიდი დრო და ლონდონის სასამართლო გადაწყვეტილებით გამოჩნდება ის თუ რა ჩრდილოვანი მმართველობაა საქართველოში“,- აღნიშნა ჩხეიძემ.