16:59
16 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი! - 26 მაისს, 17:10 საათზე, მთავარ მოედნებზე, ავტობუსებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი შესრულდება
16-05-2019

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნი შესრულდება.

როგორც 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორები აცხადებენ, ჰიმნი გაიჟღერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით - მოედნებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის მატარებლებსა და ავტობუსებში.

აღსანიშნავია, რომ 17:10 საათი არის დრო, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საზოგადოებას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მიულოცა და შესაბამის აქტს ხელი მოაწერა.

"ამ დღეს სიმბოლურად მივიჩნევთ დამოუკიდებლობის დღის კულმინაციად, რომელსაც საყოველთაო ჰიმნის შესრულებით აღვნიშნავთ", - აცხადებენ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორები.

ორგანიზატორები მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, 26 მაისს შეიკრიბონ ქალაქების მთავარ მოედნებზე, რათა 17:10 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ყველამ ერთად შეასრულოს.

AutoPlay
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხს დღეს განიხილავენ
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
კახეთში სტიქიის შედეგად, 112-მდე სახლი და 4000-მდე ჰექტარი ვენახი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
ინგლისის ერთ-ერთ ფერმაში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მასში დასაქმებულ 72 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდ
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთში ეკონომიკური ზრდა განახლდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები