საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და იქადაგა. როგორც უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ ღვთის წყალობა ამ დაღლიობას აღემატება. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ნუ შეეშინდებათ დაღლილობის, რადგან უფალი განსაცდელთან ერთად, კაცობრიობას ძალას და სიხარულსაც აძლევს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო" იგალობა და მრევლს მასთან ერთად გალობისკენ მოუწოდა.