მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას აქვეყნებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ის დევნილის ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიით არის შეძრული.
"გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით - მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.
ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.