თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ასაკში უკვე სრულყოფილებას მიაღწიეთ, მაშინ ვშიშობ, რომ იმ სიმაღლეებს ვერასდროს მიაღწევთ, რომელთა მიღწევაც თავისუფლად შეგიძლიათ. დღის მიწურულს ნობელის პრემიის მფლობელი იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს ნაწარმოებია. წიგნის ორიგინალი 1989 წელს დიდ ბრიტანეთში , ინგლისურ ენაზე გამოიცა.წიგნის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ინგლისში ვითარდება . 1956 წლის ზაფხულში, დარლინგტონ-ჰოლის მსახურთუფროსი სტივენზი გადაწყვეტს სამოგზაუროდ წავიდეს. ის პირველად გადის სახლიდან, სადაც 34 წელია მსახურობს. სწორედ ამ ექვსდღიანი მოგზაურობის დროს გადახედავს მუდამ საქმეში ჩაფლული ბატლერი საკუთარ ცხოვრებას და, ერთი მშვენიერი დღის მიწურულს ხვდება, რომ არც ერთი წუთით არ უცხოვრია, გამოგონილი იდეალების მსახურებაში, უაზროდ გაატარა წლები, ამასობაში კი თითქმის დაკარგა ყველაზე ღირებული - საკუთარი თავი. რომანმა, გამოცემისთანავე მოიპოვა პოპულარობა მკითხველში, დღემდე მისი მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული . 2007 წელს წიგნი შევიდა The guardian-ის სიაში "წიგნები რომლის წაკითხვის გარეშე ვერ იცხოვრებ“ და ასევე 2009 წელს "1000 ნაწარმოები რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს".ავტორის განცხადებით , ის ყოველთვის ცდილობს დაწეროს ისეთი ნაწარმოები, რომლის ეკრანიზაცია შეუძლებელი იქნება, რადგან ფილმისაგან განსხვავებით წიგნი ადამიანებს წარმოსახვის შესაძლებლობას აძლევს. ამის მიუხედავად, კაზუო იშიგუროს 2 რომანი ეკრანიზებულია.