თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე, რომელიც გაფრინდაშვილების ოჯახს დაუპირისპირდა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.როგორც კუხიანიძე წერს მოსახლეობას „ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირს“.კუხიანიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მიმოიხილავს და აცხადებს რომ რუსეთის მხრიდან აგრესია საქართველოს არაგონივრული ნაბიჯებითაა გამოწვეული “ძალიან დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ იმისთვის რომ ''ვეთამაშოთ'' ამ დაუნდობელ ძალას და ისევ ''სისხლიანი ფასის'' გადახდა მოგვიწიოს ჩვენი დასავლეთელი მეგობრების და პარტნიორების რჩევის გვერდზე ავლით”,- წერს კუხიანიძე.ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ გუშინ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ "იდიოტები“ უწოდა.