მთავრობის წევრების განცხადებით კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება - Palitra News

მთავრობის წევრების განცხადებით კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება

2020-11-24 15:04:26+04:00

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ვირუსის გავრცელების წყარო იყო. ანალოგიური მოსაზრება აქვს ჯანდაცვის მინისტრსაც. მისი თქმით არსებობს ფაქტები რომლებიც იძლევა მტკიცებით ფორმაში იმის თქმის საშუალებას, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა სწორედ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.