ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.
როგორც ტიკარაძე ამბობს, ხმები, რომელიც გახარიას გადადგომაზე გავრცელდა გამოხმაურებაა იმ ეფექტური მართვიდან, რომელიც პრემიერმა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში აჩვენა.
თავის მხრივ ეკონომიკის მინისტრმა პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ფეიკ ნიუსი უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება ასეთი ინფორმაციის მნახველი არაერთხელ ყოფილა. როგორც ნათია თურნავა ამბობს, ამ ფეიკ ნიუსების უკან ოპოზიცია დგას.