მთავრობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან ავტოკოლონებით და საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა. მსვლელობის გარდა, 19 საათზე პარლამენტის შენობის წინ აქციაც განახლდება. შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი გიორგი გახარიას გადადგომას 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, უკვე მე-9 დღეა ითხოვს.