მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა არის ინიცირებული. ამის შესახებ „პალიტრა ნიუსს" თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ლილუაშვილი ძლიერი კადრია.სუს-ის უფროსის პოსტი ვაკანტური, დაახლოებითი, ერთი თვის წინ მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.