ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისთან განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი, რათა დაეპატიმრებინათ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
ხატია დეკანოიძემ მოქალაქეებს მიმართა და ყველას, ვისაც ქვეყნის და შვილების ბედი ადარდებთ 15:00 საათზე კანცელარიასთან მივიდნენ და იბრძოლონ სამშობლოს თავისუფლებისთვის.