პრემიერ-მინისტრის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა „ტროლინგი“, რაც ნათელია, რომ განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება, – ამ განცხადებას მტავრობის კანცელარიაში აკეთებენ. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშაბათ საღამოს გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა ე.წ. ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ „ტროლინგი“, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები, „ფეისბუქ“ მომხმარებლები, პროტესტის ფორმის გამოსახატად იყენებენ. მატი განმარტებით, , პოსტზე რეაქციების მატებას კრიტიკული ან არაეთიკური კომენტარები მოჰყვა. „ამ პროცესზე გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, კერძოდ, წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები. დაახლოებით 20:00 საათისთვის, კონკრეტულად პოსტის მოწონების ე.წ. Like-პროცესის დისკრედიტირების მიზნით, გამოჩნდა არაქართული წარმოშობის ყალბი პროფილები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, როგორც საკუთარი, ასევე, სხვა ნებისმიერი მომხმარებლის გვერდისთვის”, – განაცხადეს კვირიკაშვილის პრესსამსახურში.