ვალუტის კურსის ცვლილება ეს გახლავთ სიმპტომი დაავადების. დაავადება ეკონომიკაშია და არა მხოლოდ ფულად ერთეულში, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა PalitraNews-ის გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რა გახდა ბოლო პერიოდში ლარის კურსის არასტაბილურობის მიზეზი. მისი თქმით, მთავრობამ ბოლო დღეებში თავზეხელაღებული, პოპულისტური და ეკონომიკის თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული გეგმა გამოაქვეყნა.