მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა - Palitra News

მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

2021-04-09 10:05:44+04:00

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

შეგახსენებთ, 4 პირი მდინარე ენგურის გადმოცურვის დროს დაიხრჩო, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის დატოვებას და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას სწორედ ამ გზით ცდილობდნენ.