მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით საუბარი რამდენიმე ათას ბინაზეა. საცხოვრებელი ფართების გაცემის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამხედოებისთვის ბინების გაცემის პროცესი გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო.